გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

© photo: courtesy of Guranda Gabuniaგურანდა გაბუნია
გურანდა გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მსახიობი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი გურანდა გაბუნია ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მსახიობი 80 წლის იყო.

კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
კახა კალაძემ ხელოვნების გამორჩეულ მოღვაწეებს სიგელები გადასცა

გურანდა გაბუნია 1938 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქე. დაჯილდოვებულია  ღირსების ორდენით, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში, მათ შორის „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „თბილისი ჩემი სახლია“.

სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.

გურანდა გაბუნია ცნობილი ქართველი მსახიობის - ოთარ მეღვინეთუხუცესის მეუღლე იყო. ისინი ერთად 56 წლის განმავლობაში იყვნენ. ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წელს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0