ძვირფასი ჯინსები უფასოდ: Diesel-ის „ყინულოვანი“ კამპანია და თავგადადებული ჯინსომანები

გამოწერა
იტალიურმა დიზაინერულმა კომპანია Diesel-მა მარკეტინგულ სვლას მიმართა და ციურიხში ყინულის კუბები დადგა, რომლებშიც ძვირადღირებული ჯინსები „მოამწყვდია“

იტალიურმა დიზაინერულმა კომპანია Diesel-მა მარკეტინგულ სვლას მიმართა და ციურიხის (შვეიცარია) მოსახლეობას უფასო ჯინსები შესთავაზა.

ოღონდ ერთი პირობით: მას, ვისაც ძვირადღირებული ბრენდის ჯინსების მიღება სურს, ის ყინულის „ტყვეობიდან“ უნდა გაათავისუფლოს, შემდეგ კი მაღაზიაში მიიტანოს, სადაც სასურველი ზომის სამოსში გაუცვლიან.

მიუხედავად რთული დავალებისა, Diesel-ის ჯინსების ჩაცმის მსურველი ბლომად აღმოჩნდა, რომლებიც თავს არ ზოგავენ, ყინულის სქელ კუბში მოქცეული სამოსის „გამოსახსნელად“. 

 

ყველა ახალი ამბავი
0