თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის თეატრი-ფესტივალი „ბალტიის სახლი" თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 4 და 5 მაისს წარდგება, იუწყებიან ორგანიზატორები.
როგორც თეატრში აღნიშნავენ, რუსული დასი თბილისელი მაყურებლის წინაშე ორ სპექტაკლს ითამაშებს – „რაზე საუბრობენ კაცები & ქალები" და „ტარასი".
ბილეთების შეძენა 6 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.
სპექტაკლი „რაზე საუბრობენ კაცები & ქალები" მშობლების ორ წყვილზეა, რომლებიც საკუთარი შვილების ჩხუბის შედეგად გაიცნობენ ერთმანეთს. ამასთან, თითოეული წყვილი, ჩხუბისთავი შვილის პრობლემასთან ერთად, პირად პრობლემებსაც ხდის ფარდას. 2009 წელს პიესა ლონდონში 2008 წლის სეზონის საუკეთესო კომედიად დასახელდა და ლოურენს ოლივიეს თეატრალური პრემიით დაჯილდოვდა.
„სპექტაკლი „ტარასი" კარუსელივითაა, რომელზეც ქანაობენ არა მარტო გმირები, არამედ მაყურებელიც. ერრრთი - ჩახლართული, მოულოდნელი, მოხერხებულად ნამღერი, ნათამაშები პირველი აქტი. ორრრი - აღმსარებლობითი მონოლოგების სერია, რომელიც გაშინებს, განიარაღებს და მთელ ისტორიას აშიშვლებს მეორე აქტში. და გგონია, რომ მხოლოდ მამის ძლიერ ხელს შეუძლია ეს კარუსელი გააჩეროს", – ნათქვამია სპექტაკლის ანონსში.
აღსანიშნავია, რომ თეატრი-ფესტივალი „ბალტიის სახლი" საქართველოში გასტროლზე 2017 წელსაც იმყოფებოდა. მაშინ დასმა „ანა კარენინა" ითამაშა.