ყაზბეგში სახლი გაქურდეს, ნაქურდალი ოქროს ნივთები კი საჩხერეში, ხის ქვეშ ჩამარხეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულს სასჯელის სახით ექვსიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ისანში მაღაზიების ქურდობის ფაქტი აღკვეთეს

უწყების ცნობით, ბრალდებული ყაზბეგში,  სოფელ არშაში მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შევიდა, ოქროს ნივთები და დანაზოგი ფული მოიპარა და მიიმალა.

„პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, მოპარული ფულის ნაწილი, ასევე, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ხის ქვეშ ჩამარხული ნაქურდალი ოქროს ყველა ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო“, -ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 6-იდან  10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0