გარდაიცვალა რუსი რეპერი დეცლი

© photo: Sputnik / Dmitri Korobeynikov / გადასვლა მედიაბანკშირეპ-მომღერალი დეცელი
რეპ-მომღერალი დეცელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეპერ კირილ ტოლმაცკის (დეცელის) გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება სახელდება

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. რეპ-შემსრულებელი კირილ ტოლმაცკი (დეცლი) კვირას ღამით 35 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება РИА-Новости ВКонтакте-ში შემსრულებლის ოფიციალურ ჯგუფში გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

„მეგობრებო, სამწუხაროდ, დღეს ღამით საშინელება მოხდა: კირილი აღარ არის ჩვენთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

რეპერ კირილ ტოლმაცკის (დეცლის) გარდაცვალების მიზეზია გულის გაჩერება, განაცხადა მისმა საკონცერტო დირექტორმა პაველ ბელენეცმა.

„დღეს ღამით გამოვიდა იჟევსკში. გამოსვლის შემდეგ შევიდა საგრიმიოროში, რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა. წინასწარი ინფორმაციით, მას გული გაუჩერდა და ის გარდაიცვალა“, - განაცხადა ბელენეცმა.

კირილ ტოლმაცკი, ცნობილი ფსევდონიმით დეცლი, დაიბადა 1983 წლის 22 ივლისს მოსკოვში.

შემსრულებლის სადებიუტო ალბომი Кто? Ты რუსეთში  ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში შევიდა (მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა).

ტოლმაცკის 14 წლის ვაჟი დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0