პეკინის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილი დაიტბორა

გამოწერა
პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტები მუშაობდნენ

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. თბილისში, პეკინის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილი დაიტბორა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, დატბორვის მიზეზი დოლიძის ქუჩაზე 300 მილიმეტრიანი მილის დაზიანება გახდა.

შემთხვევის შედეგად დაიტბორა დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზია და საცხოვრებელი ბინა.

პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტები მუშაობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0