თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსთავის მე-14 მიკრორაიონში მდებარე სასურსათო მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.