თბილისის მერიამ ვაკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

გამოწერა
აღდგება გზის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრეები, პანდუსები და ბორდიურები.

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისთვის 7,89 მლნ ლარი გამოჰყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაახლოებით 2,5 კმ გზას და აღდგება გზის საფარი, მოწესრიგდება სანიაღვრეები, პანდუსები და ბორდიურები. მოეწყობა მწვანე ზონები, გარე განათება და ქუჩაზე სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, სახანძრო ჰიდრანტებიც დამონტაჟდა. რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარსადგენად ვადა 22 თებერვლამდე აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0