თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36,5-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.