სამართალდამცველებმა თბილისში ნარკორეალიზატორები დააკავეს

გამოწერა
ბრალდებულებს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფონიჭალაში 25 და 31 წლის მამაკაცები ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ნ.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია სავარაუდოდ პისტოლეტი და 20 ცალი ვაზნა. ასევე, რვა ცალი მცირე ზომის მინის ქილაში მოთავსებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რომლებიც გაგზავნილია ექსპერტიზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
იმერეთში მომხდარი ქურდობის ფაქტზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 6-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით პოლიციამ 37 წლის ირანელი მამაკაცი დააკავეს.

გამოძიების ფარგლებში განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების შედეგად, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირის მიერ უკანონოდ გაყიდული კოდეინის, მორფინის და სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილებით, რაც ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღებას გულისხმობს და ითვალისწინებს 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0