ყაზტრანსგაზ-თბილისი: ერთ თვეში 2 381 გაზის დანადგარი ჩაიხსნა

© Sputnik / Levan Avlabreliყაზტრანსგაზი
ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზტრანსგაზ-თბილისი მოსახლეობას მოუწოდებს: ნუ მოიხმართ აკრძალული ღიაკამერიან წყლის გამაცხელებლებსა და გაზის გამათბობლებს

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. თბილისში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კუსტარულად დამონტაჟებული 2 381 გაზის დანადგარი ჩაიხსნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„თითოეული მათგანი პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა ოჯახსა და კორპუსის მცხოვრებლებს. დანადგარების უმრავლესობა მოქალაქეების ბინებში გაზის ქსელიდან განმეორებით ჩაიჭრა“, – აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციაში.

მონაცემები უბნების მიხედვით:

1. ჩუღურეთი ნაძალადევი – 750 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი

2. სამგორი – 571 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

3. გლდანი-სანზონა-თემქა – 302 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

4. დიღომი-დიდუბე – 205 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

5. ვაკე-წყნეთი – 57 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

6. ისანი-ვაზისუბანი – 229 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

7. მთაწმინდა-კრწანისი – 105 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

8. ნუცუბიძე – 97 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

9. საბურთალო – 65 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას მოუწოდებს არ გამოიყენონ აკრძალული ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებლები და გაზის გამათბობლები, რადგან ამით საფრთხეს უქმნიან თავიანთ სიცოცხლეს, ოჯახსა და კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს.

ყველა ახალი ამბავი
0