რა ცვლილებები შევიდა თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელების რაციონში

© Pixabay / Katrina_Sსაბავშვო ბაღში
საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო ბაღების მენიუდან რამდენიმე პროდუქტი ამოიღეს

თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში  ზამთრის არდადეგების შემდეგ მენიუ შეიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დედაქალაქის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის განცხადებით, კვების რაციონში გაიზარდა რძის პროდუქტების ულუფები – რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი და არაჟანი.

საბავშვო ბაღის სათამაშო მოედანი - Sputnik საქართველო
დაჯარიმდა თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების მიმწოდებელი კომპანია

ასევე დაემატა ბოსტნეულის სახეობები – ბროკოლი, მჟაუნა, ისპანახი, მწვანე ხახვი, რეჰანი.

კახა გვანცელაძის განმარტებით, საკვებს დაემატა აუცილებელი ვიტამინები და მინერალები და საუზმე გახდა მრავალფეროვანი, სამკომპონენტიანი, რაც ბავშვს არჩევანის საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება სადილს, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, რაციონიდან ამოღებულია შემდეგი კერძები: სიმინდის ფქვილის პროდუქტი, კერძოდ ფაფა და ღომი, ასევე ამოღებულია ჩიხირთმის წვნიანი.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, გამოცხადებული ტენდერით შესყიდული მომსახურების ღირებულება 38 109 000 ლარია.

კომპანია, რომელიც ამარაგებს ბავშვებს საკვები პროდუქტებით, ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების გატანა და მართვა.

ყველა ახალი ამბავი
0