ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მოგზაურობისთვის ჩვენთან მუდამ სეზონია

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი - ტუროპერატორი
ჟურნალისტი - ტუროპერატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორმა ტურ-ოპერატორის როლი მოირგო და ის მოგვიყვება მათ საქმიანობაზე, ვისაც მოგზაურობის დაგეგმვას ვანდობთ.

მოგზაურობა ათასობით კილომეტრის მოშორებით პირველი ნაბიჯით იწყება, დასაწყისისთვის კი ზოგჯერ დახმარებაც გვჭირდება.

უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც მოგზაურობა სასარგებლო და საინტერესოა. მეტსაც გეტყვით, არავინ ბრუნდება ისეთი, როგორიც მოგზაურობამდე იყო. მართალია, ხშირ შემთხვევაში სულაც არ არის ადვილი, ჩაალაგო ნივთები და წახვიდე, მაგრამ ზოგჯერ ეს აუცილებელიცაა. და სწორედ ამიტომ სულ ფრენა-ფრენით პროფესია ისევ შევიცვალე და ამჯერად ტურ-ოპერატორის ამპლუაში მოგიყვებით სამოგზაურო ამბებს.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი იცვლის პროფესიას
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მოგზაურობისთვის ჩვენთან მუდამ სეზონია - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას

პროფესია გულისხმობს ტურისტული პროდუქტის მომზადებასა და ტურისტული ბაზრისთვის შეთავაზებას, სადაც მოქმედებენ: ადგილობრივი, გამყვანი და შემომყვანი ტურ-ოპერატორები.

გამგზავრებამდე მთავარი მომენტი ბიუჯეტის სწორად განაწილებაა. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სწორი ადგილის შერჩევა, რათა მოგზაურობა უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყოს. ვის გვინდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსვლის შემდეგ თვეების განმავლობაში სესხის გადახდა მოგვიწიოს?

ეგეც რომ არა, მოგზაურობა ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ფულის ხარჯვით მდიდრდები: ცხოვრება გარდასული დღეები კი არაა, არამედ ის დღეებია, რომლებიც დაგვამახსოვრდა.

ამიტომ არსებობს ტურ-ოპერატორის პროფესია, რომლის ფუნქციებშიც შედის სერვისის მომწოდებლების შერჩევა და ურთიერთობის დამყარება, ფასის შეთანხმება, ტურ-პაკეტების შექმნა, გაყიდვა, ტურის მომზადება; გიდის, ტრანსპორტის, კვებისა და განთავსების ობიექტების შერჩევა და ტურის მიმდინარეობის კონტროლი.

© Sputnik / Alex Shlamovტურისტული მოგზაურობის დაგეგმვა არც ისე მარტივი აღმოჩნდა
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მოგზაურობისთვის ჩვენთან მუდამ სეზონია - Sputnik საქართველო
ტურისტული მოგზაურობის დაგეგმვა არც ისე მარტივი აღმოჩნდა

შევხვდით მგზავრს და უზრუნველვყავით მისთვის საჭირო ინფორმაციით, სამოგზაურო დოკუმენტებით და ტურის პროგრამის მომზადებით. ქალბატონის სურვილით ვალენტინობის დღესასწაულისთვის დავგეგმეთ ტური კლასიკურ იტალიაში – რომი/ფლორენცია მონტეკატინი-ტერმე, ბოლონია, რიმინი, სან-მარინო, ვენეცია.

ვენეცია მირაჟივითაა, წყალში ამოზიდული ულამაზესი შენობებით. გეშინია, რომ თვალის დახუჭვისთანავე გაქრება. მეც სიამოვნებით ჩავალაგებდი და წავიდოდი სადმე შორს ჩემ „ვალენტინასთან“ ერთად... და როდესაც თვითმფრინავის ტრაპზე პირველ ნაბიჯს გადავდგამდი, რომ ეკითხა, რას გავაკეთებდი 50 წლის შემდეგ, ვუპასუხებდი, რომ მასთან ერთად უფრო მეტს ვიმოგზაურებდი, რათა ცხოვრებამ გვერდით არ ჩამიაროს და თითოეული წამის მშვენიერება შევიგრძნო... ტურ-ოპერატორს ეს ყველაფერი კარგად ესმის.

მოგზაურობას სეზონი არ სჭირდება, მაგრამ როგორც ტურისტულ სააგენტოში Good Travel გავარკვიეთ, მაგალითად, ზამთარში საქართველოდან ძირითადად თბილ და ეგზოტიკურ ქვეყნებში – ინდოეთში, ტაილანდში, ეგვიპტესა და თურქეთში მიდიან. გაზაფხულზე კი ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ევროპის ქვეყნები უფრო მეტად პოპულარული გახდა – იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, გერმანია და ა.შ.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი - ტურ-ოპერატორი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მოგზაურობისთვის ჩვენთან მუდამ სეზონია - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი - ტურ-ოპერატორი

შესაბამისად, პროფესიაც მოითხოვს ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის მაღალ დონეზე ცოდნას, უცხო ენის, კომპიუტერული პროგრამებისა და ტურისტული ბაზრის მოთხოვნილებებში გარკვევას.

მართალია გეოგრაფია ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, მაგრამ იტალიის მგზავრი ნეპალში არ გამიშვია. მეგობარმა კოლეგებმა კი მითხრეს, რომ ყველაფრის სწავლა შეიძლება.

შეთავაზებული ტური კი ასეთია:

კვირა

ჩასვლა რომის აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. მიმოხილვითი ექსკურსია: ნავონას მოედანი, პანთეონი, ვენეციის მოედანი, კოლიზეუმი, რომაული ფორუმები

ორშაბათი

საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ნეაპოლი-პომპეის ექსკურსია

სამშაბათი

საუზმე სასტუმროში და ექსკურსია ფლორენციაში. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია გალერეა უფიციში

Журналист меняет профессию - добрый аптекарь - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: კეთილი აფთიაქარი

ოთხშაბათი

საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო. ექსკურსია სიენა–სან-ჯიმილიანოში

ხუთშაბათი

საუზმე სასტუმროში. ექსკურსია პიზაში დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარში გადასვლა ბოლონიაში. ექსკურსია ქალაქში გიდის თანხლებით. თავისუფალი დრო. განთავსება სასტუმროში და ღამისთევა

პარასკევი

საუზმე სასტუმროში, ტრანსფერი ვენეციაში – „ქალაქი წყალზე", ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. გამგზავრება რიმინიში

შაბათი

საუზმე სასტუმროში და სან-მარინოს მონახულება. თავისუფალი დრო

კვირა

საუზმე სასტუმროში და ტრანსფერი რომის აეროპორტში.

მაშ ასე, შეათანხმება მიღწეულია.

ბედნიერ და მხიარულ ფრენას ვუსურვებ მოგზაურობაზე შეყვარებულ ჩემს პირველ მგზავრს.

ტურისტულ კომპანიაში უფრო მეტად დავიჯერე: თუ გინდა, რომ საკუთარი თავი იპოვო, მარტომ უნდა იმოგზაურო. ჩვენ ხომ ყველანი მოგზაურები ვართ, ვინ იცის, სად გვახეტიალებს ცხოვრება და სად შევხვდებით ერთმანეთს…

შეხვედრამდე კი Bon voyage.

 

ყველა ახალი ამბავი
0