თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი საერთაშორისო შეჯიბრს კარტინგში RIKS-2019-ს უმასპინძლებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალური ლიცენზირებული ორგანიზატორია.
შეჯიბრი 3 თებერვალს 14:00 საათზე დაიწყება.
რბოლაში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მრბოლელები. ღონისძიებისთვის მომზადდა ახლად გახსნილი ტრასა.
მონაწილეებს ქულები ენიჭებათ რბოლაში დაკავებული ადგილების მიხედვით. პილოტები, რომლებიც დაიკავებენ I, II და III ადგილებს, დაჯილდოვდებიან თასებითა და სიგელებით.