საქართველომ Booking.com-ი კონკურენციის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა

© photo: courtesy of RedCoსასტუმროს ნომერი
სასტუმროს ნომერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო სასტუმროების ონლაინ-დაჯავშნის ვებ-გვერდებისგან ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვას მოითხოვს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სასტუმროების დაჯავშნის ოთხი მსხვილი ონლაინ-პლატფორმის booking.com, ostrovok.ru, hrs.com და booking24.ge საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა, ნათქვამია სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

იოჰანეს ჰანი - Sputnik საქართველო
„უკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს" – ევროკომისარმა საქართველოს წარმატებები შეაფასა

ოლოლიკაშვილი: რეფორმებმა საქართველო ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი გახადა>>>

სააგენტო ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე სწავლობდა აღნიშნული ვებ-გვერდების საქმიანობას და დაადგინა, რომ ისინი სასტუმროებთან ხელშეკრულების დადებისას MFN პირობებს (საუკეთესო ფასის გარანტია) იყენებდნენ, რითიც კონკურენციის შესახებ ქართულ კანონმდებლობას არღვევდნენ. კერძოდ, ისინი მფლობელებს ავალდებულებდნენ სასტუმროს ნომრების დაბალი ფასები მხოლოდ მათ ვებ-გვერდებზე განეთავსებინათ.

„სასტუმროების დაჯავშნის კონკრეტული ონლაინ-პლატფორმები მომხმარებელს საკუთარ მომსახურებას უფრო ხელსაყრელი პირობებით სთავაზობდნენ, ვიდრე სხვა ონლაინ- ან ოფლაინ-სერვისები. ასე რომ, სასტუმროს შესაძლებლობა აღარ ჰქონდა, საკუთარი მომსახურების პირობები უფრო დაბალი ფასებით სხვა მსგავს პლატფორმებზე განეთავსებინა", – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

სააგენტოში ასევე აღნიშნეს, რომ ონლაინ-პლატფორმების დაჯარიმება არ მოხდა, რამდენადაც მათ ვითარება გამოასწორეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0