საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ავიაფრენებზე. იმ ავიაკომპანიების რიცხვი, რომლებიც საქართველოში რეგულარულ ფრენებს ახორციელებენ, 53-დან 58-მდე გაიზარდა.
ყველაზე დიდი მოთხოვნა დაბალბიუჯეტიან კომპანია Wizz Air-ზეა, რომელიც ავიარეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს. ლიდერთა ხუთეულში არიან ასევე Turkish Airlines, Georgian Airways, Ural Airlines და Fly Dubai.
მთლიანობაში 2018 წელს საქართველოს აეროპორტებით 5 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა. მაღალი ზრდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.