რეიდები ღამის კლუბებში: მეოთხე დაკავებული დამნაშავედ ცნეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღამის კლუბ Bassiani-ში ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის გაზაფხულზე ღამის კლუბებში რეიდების დაწყებამდე რვა დაკავებულიდან მეოთხე პირი ნარკოტიკების გასაღებაში დამნაშავედ ცნო, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-მ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების ახალი დეტალები გაამჟღავნა >>

ყველა ბრალდებული დააკავეს 2018 წლის 11 მაისს ღამის კლუბებთან Cafe Gallery და Bassiani, ასევე კოსტავას ქუჩაზე. ამის შემდეგ აღნიშნულ ღამის კლუბებში ჩატარდა რეიდები, რამაც „კლუბერებში“ პროტესტის ტალღა გამოიწვია. შსს-ს ქმედებებით აღშფოთებული ახალგაზრდები ორი დღის განმავლობაში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მათ პოლიცია ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს და ნარკოპოლიტიკის შერბილება მოითხოვეს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვ.ჟ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შემცველი 54 აბი, საიდანაც თბილისში, ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ 2018 წლის 31 მარტს 2 აბი 200 ლარად, ხოლო 15 აპრილს ასევე 2 აბი 200 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. ხოლო დანარჩენ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შემცველ 50 აბს პირადად ინახავდა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ტელეკომპანია Rustavi2 ამტკიცებს, რომ მსჯავრდებული ვასილ ჟამუტაშვილია და ის თავად იყო Cafe Galleri-ს თანამშრომელი.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
თბილისში ნარკოტიკებს Telegram–ის მეშვეობით ყიდიდნენ

მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 260-ე მუხლით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება), რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ 18 და 25 იანვარს განაჩენი გამოუტანა კიდევ სამ პირს, რომლებიც კლუბებსა და კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკების გასაღების საქმეში ფიგურირებდნენ. სასამართლომ ბრალდებულები ნარკოტიკების გასაღებაში დამნაშავედ ცნო და 7 და 8 წლით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ დაკავებულს, მათი საქმეების გამოძიებაც დასასრულს უახლოვდება.

ყველა ახალი ამბავი
0