თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქეს ხელი მოტეხეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქე ადამიანებით ვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე მურმან ზაქარაძეს სასაზღვრო-საკონტროლო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე ხელი მოტეხეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2. 

საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
საზღვარზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს

თურქეთის ხელისუფლების მიერ ზაქარაძე ადამიანებით ვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი. სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს თურქული მხარე მის დაკავებას შეეცადა, თუმცა საქართველოს მოქალაქემ მათგან თავის დაღწევა შეძლო. თურქი მესაზღვრეები ზაქარაძეს ნეიტრალურ ზონაში დაეწივნენ, დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს.

„იგი თურქმა მებაჟეებმა ნეიტრალური ზონიდან მოიტაცეს, კაცს ხელი აქვს მოტეხილი, სახეზეც დაზიანებები აქვს. როგორც მისმა წარმომადგენლებმა მითხრეს, ისინი ამ ადამიანის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებენ“, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფი "ბათუმის" წარმომადგენელმა ვატო ნებურიშვილმა.

ამასთან მან თურქული მხარის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

ქართულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

ყველა ახალი ამბავი
0