რაზე ისაუბრა თბილისის მერმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურ მმართველთან

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ მშენებლობებზე გაზის გაჟონვის დეტექტორის დამონტაჟება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გაზის უსაფრთხოების საკითხები განიხილა თბილისის მერმა კახა კალაძემ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავასთან და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურ მმართველ გიგლა თამაზაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება თბილისის მერია.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ოზურგეთში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა

თბილის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო საკითხზე, რომ გაჟონვის დეტექტორები სავალდებულო გახდეს ახალ ობიექტებზე, ძველებზე კი პირველ ეტაპზე დაიწყოს სერვის-პაკეტების შეთავაზება და მომხმარებელმა საკუთარი ინიციატივით მოითხოვოს ამ სისტემის მონტაჟი სახლში, ხოლო კომპანიებმა შეძლონ ამ მომსახურების მიწოდება.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო აკრედიტებული ორგანოების შექმნაზე, რათა სახლში გაზის სისტემის უსაფრთხოება კვალიფიციურმა პირებმა და კვალიფიციურმა კომპანიებმა შეამოწმონ.

„ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე შესახლების შეზღუდვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. და, ზოგადად, ექსპლუატაციაში მიღებაც მიებას გაზისა და ელექტროსისტემის გამართულობას, ანუ კორპუსი არ ჩაიბაროს მერიამ, სანამ შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიები არ დაადასტურებენ, რომ იქ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ქსელის გაყვანა და მისი მონტაჟი“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
შემთხვევა რუსთავში – ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ ბოლოთაშვილი დაესწრნენ.

დღეისათვის ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეულია. 16 იანვარს დიდ დიღომში მრავალსართულიან სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. 21 იანვარს ბუნებრივი აირის გაჟონვამ ვარკეთილში კიდევ ორი მამაკაცი იმსხვერპლა. ბოლო დღეებში კი თბილისსა და რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0