ბათუმის ცენტრი ქუჩის მოვაჭრეებისგან გაწმინდეს – სპეცოპერაციის კადრები

გამოწერა
ბათუმის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე ხელისუფლებამ ღამით ოპერაცია ჩაატარა ქუჩის ვაჭრობის წინააღმდეგ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ გაჰქონდათ ქუჩიდან სავაჭრო დახლები

ბათუმის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე ხელისუფლებამ ღამით ოპერაცია ჩაატარა ქუჩის ვაჭრობის წინააღმდეგ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ გაჰქონდათ ქუჩიდან სავაჭრო დახლები.

ბათუმის მერიამ წერეთლის ქუჩაზე წესრიგის დამყარება გადაწყვიტა. ეს ადგილი დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ ტროტუარი და გზის სავალი ნაწილი ბაზრად იყო ქცეული – აქ ათობით მეტრის სიგრძეზე განთავსებული იყო ტენტები და სავაჭრო დახლები. კვირას, ღამით ბათუმის მერიის თანამშრომლებმა პოლიციის დახმარებით წერეთლის ქუჩა გარევაჭრობისგან გაწმინდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა გამყიდველს, რომლებიც წერეთლის ქუჩაზე სასურსათო პროდუქციითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობდნენ, ძველი ავტოსადგურის მახლობლად შესთავაზეს გადანაცვლება. ამ ტერიტორიაზე სავაჭროდ გამოყოფილია 180 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი, სადაც პატარა ბაზრის გამართვა იგეგმება.

ამ დროისათვის წერეთლის ქუჩაზე მორიგეობენ მერიისა და ბათუმის პოლიციის თანამშრომლები, რათა ქუჩის ვაჭრობის განმეორებითი მცდელობები აღკვეთონ.

ყველა ახალი ამბავი
0