სასამართლო სკანდალი: სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის შედეგები

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კობახიძემ ყველა დაინტერესებულ მხარეს სასამართლოების რეფორმირების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები წარმოადგენდა განხილვის მთავარ თემას სასამართლო სისტემის რეფორმირების სპეციალური სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე, განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ირგვლივ სკანდალი 2018 წლის დეკემბრის ბოლოს აგორდა, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციანი სია წარმოადგინა. იუსტიციის საბჭომ მათი დამტკიცება სასწრაფო წესით მოითხოვა, თუმცა წინააღმდეგი იყო როგორც ოპოზიცია, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ამ ფონზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებმა თვითაცილების აღება ამჯობინეს.

მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით პარლამენტმა და იუსტიციის საბჭომ გამოსავალი იპოვეს >>

მიმდინარე კვირაში გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის შევედრები, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ მაშინ გადაწყდა სპეციალური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის ჩატარება, რომელსაც კობახიძე უხელმძღვანელებს.

როგორც აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძემ, ძირითად მიზანს პრინციპების განხილვა წარმოადგენდა.

დეპუტატები - Sputnik საქართველო
ახალი ფრაქცია თუ სხვა გაერთიანება – ვინ დადგება ბესელიას გვერდით

„რეალურად, იყო საუბარი ყველა დეტალზე, რომელიც პრინციპული მნიშვნელობისაა. დაწყებული იმით, თუ რამდენად უნდა იყოს ღია ის კონკურსი, რომელიც გამოცხადდება, შემდეგ როგორ უნდა იყოს პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. როგორ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება საბჭოს მიერ. როგორ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი შემდეგ პარლამენტში, რამდენი კანდიდატი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი. ამ ყველაფერზე გვქონდა ჩვენ საუბარი. დღეს, ბუნებრივია, გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ პრინციპების დონეზე გვქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით“, - ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილებები მეორე შეხვედრაზე იქნება მიღებული. ამასთან კობახიძემ ყველა დაინტერესებულ მხარეს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. არსამთავრობოების ნაწილმა პროცესისადმი უნდობლობა გამოაცხადა და პროტესტის ნიშნად შეხვედრის ადგილთან აქცია გამართა.

ბესელია: ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება >>

„ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, კონსულტაციებისთვის. დავაზუსტებ, ჩვენ შევთავაზეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს მონაწილეობა მიეღოთ მუშაობაში, თუმცა, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ შეხვედრას, არ მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ ვართ დღესაც გახსნილი დისკუსიისთვის. თუ ვინმეს სურს დამატებით წვლილი შეიტანოს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, ჩვენ ამისათვის მზად ვართ“, - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი მუშაობას თებერვალში განაახლებს

შეხვედრით უკმაყოფილონი დარჩნენ ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები - ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, რომლებმაც ფორმატის შეცვლა მოითხოვეს და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მიბაძეს.

დღეისათვის საქართველოს უზენაეს სასამართლოში 28 ადგილიდან დაკავებულია მხოლოდ 10, ამასთან სისხლის სამართლის კოლეგიაში - მხოლოდ ერთი. მას მუშაობაში კოლეგები სხვა პალატებიდან ეხმარებიან.

მოსამართლეთა სიის განხილვა პარლამენტში 5 თებერვლიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფს მოუწევს ცვლილებების შემუშავება კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“.

ყველა ახალი ამბავი
0