ზუგდიდის ახალ სტადიონზე ჭერი ჩამოინგრა

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთის ბურთი
ფეხბურთის ბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ჭერის ჩამონგრევა ნესტმა გამოიწვია

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. ზუგდიდის ახალ სტადიონზე ჭერი ჩამოინგრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ზუგდიდში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. სტადიონი 7200 მაყურებელზეა გათვლილი.

ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა დაიწყეს - Sputnik საქართველო
ზუგდიდში უეფას სტანდარტების სტადიონი აშენდება

სტადიონი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, შპს „დაგიმ“ ააშენა. პროექტის ღირებულება 18 მლნ ლარს შეადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჭერის ჩამონგრევა ნესტმა გამოიწვია.

„ეს პრობლემა გაჩნდა რამდენიმე დღის წინ. ჩვენ მყისიერად ვაცნობეთ სამშენებლო კომპანია „დაგს“, ამ პრობლემებს რამდენიმე დღეში მოაგვარებენ“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა მაიზერ ნანავამ.

პროექტის მიხედვით, სტადიონს ექნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგების და მედიისთვის. ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები, მსაჯების ოთახები და ა.შ. 

ყველა ახალი ამბავი
0