კუს ტბის საბაგიროზე სამუშაოს განრიგი იცვლება

© photo: Sputnikსაბაგირო კუს ტბაზე
საბაგირო კუს ტბაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბაგიროზე გეგმიური ინსპექცია ჩატარდება

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო ერთი დღით შეცვლილი განრიგით იმუშავებს, ნათქვამია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადებაში.

საბაგირო - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გრძელი საბაგირო გაიხსნა

კერძოდ, ორშაბათს საბაგირო მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება. ჩვეულებრივ დღეებში საბაგირო 08:00-დან 22:00 საათამდე მუშაობს. საბაგიროს მუშაობის განრიგის შეცვლა გეგმიური ინსპექტირების ჩატარებას უკავშირდება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო ფუნქციონირებს - რიყის პარკიდან ნარიყალამდე და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.

ყველა ახალი ამბავი
0