ილია მეორე: ღვთის მადლით, წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს

© photo: Sergo Sergi Sergi / FB სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი  ილია მეორე
 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი  ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულა

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა  ილია მეორემ მრევლი დალოცა და ნინოობა მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – ნინოობას აღნიშნავს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი ბოდბის მონასტერში იმყოფება

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიოსთან ერთად წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა.

„ერთ მონაზონს ჰქონდა ასეთი ჩვენება, წმინდა ნინო გამოეცხადა და უთხრა, რომ დღესაც დავდივარ და ვქადაგებ სახარებას საქართველოშიო. ეს დღესაც გრძელდება. ღვთის მადლით, წმინდა ნინო არ ტოვებს საქართველოს“, -განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას.

პარტიარმა  ქადაგებისას ოჯახიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის ოჯახში ხატების დიდი კუთხე ჰქონდათ, სადაც  აუცილებლად იყო სამი ხატი - საქართველოს დიდება, მამა ღმერთი და წმინდა ნინოს ხატი.

„წმინდა ნინო არის მფარველი კაბადოკიელი. ჩვენ ყველას გვიკვირს ასეთი ახალგაზრდა ქალიშვილი, როგორ წამოვიდა საქართველოში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება ღვთის ლოცვა-კურთხევით“, - ბრძანა ილია მეორემ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება.

ბოდბის მონასტრის ტერიტორიაზე წმინდა ნინოს ტაძარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ნინოობას აღნიშნავენ

საქართველოში ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს. წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის, დღემდე აღესრულება წმინდანის საფლავთან უამრავი სასწაული.

ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა, დღემდე საქართველოშია და სიონის საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული.

დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება სადღესასწაულო წირვა.

ყველა ახალი ამბავი
0