რატომ არის საჭირო დადებითი საგადასახადო ბალანსი

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2018 წლის მესამე კვარტალში თითქმის ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად საგადასახდელო ბალანსის დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საგადასახდელო ბალანსი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტია, სადაც მოცემულია სახელმწიფოს დანარჩენ მსოფლიოს შორის განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები. ეს ტრანზაქციები  მოიცავს გადახდებს იმპორტსა და ექსპორტზე, საქონელზე, მომსახურებაზე, ფინანსურ კაპიტალსა და სატრანსფერო გადასახადებზე. საგადამხდელო ბალანსი დგება გარკვეულ პერიოდზე და ძირითადად ქვეყნის ადგილობრივ ვალუტაში.

ეკონომისტ დავით კიკვიძის განმარტებით, საგადასახდელო ბალანსი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქვეყნის მსოფლიო ვაჭრობაში მონაწილეობის დონის განსასაზღვრავად და მისი გადახდისუნარიანობის დასადგენად.

„ბალანსი უნდა უდრიდეს 0.  მაგალითად თუ ქვეყანაში იმპორტი აღემატება ექსპორტს, მისი სავაჭრო ბალანსი უნდა იყოს უარყოფითი, თუ ბალანსი უარყოფითია, ამ სხვაობის დაბალანსება ხდება ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებით, სესხებით ან სხვა ხერხებით“, - აღნიშნა დავით კიკვიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

მისივე თქმით, მიმდინარე ეტაპზე ბალანსი  დაახლეობით 10 მლნ დოლარია, 2018 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებული დადებითი  ბალანსი გამოწვეულია მომსახურების ექსპორტის და გადმორიცხვების კარგი მაჩვენებლით. თუმცა მთლიანობაში წლიური მონაცემების დაჯამების შედეგად ბალანსი მაინც უარყოფითი იქნება.

„როდესაც გამოქვეყნდება ოთხი კვარტლის მდგომარეობა, გამოჩნდება, რეალურად რამხელა გარღვევა გვქონდა ბალანში და რითი მოხდება მისი დაბალანსება“, - აღნიშნა დავით კიკვიძემ.

ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის, აზრით „თავისთავად  საგადასახდელო ბალანსის ეს დადებითი მაჩვენებელი კარგია, თუმცა იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე მისი ზრდით ყვლაფერი კარგად იქნება, სწორი არ არის, რადგან  არ არის ის ფუნდამენტური ცვლილებები, რამაც ეკონომიკა ნელ-ნელა სწრაფ ზრდაზე ორიენტირებული უნდა გახადოს“.

„შეიძლება სტატისტიკაში  ძალიან კარგად იყოს ყველაფერი დაბალანსებული და ქვეყანა ისევ ღარიბი იყოს, ხოლო  მოსახლეობის დიდი ნაწილი კი დაუსაქმებელი. საზოგადოებაზე ეკონომიკური მაკროპარამეტრების ასახვა, თუ იგი უშუალოდ სოციალურ სფეროს არ მიეკუთვნება, როგორც წესი, გარანტირებული არ არის“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

დემურ გიორხელიძის თქმით, ისიც არანაკლებ  მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის,  თუ  როგორია მაკროეკონომიკური პოლიტიკა და როგორ იმართება ის პრობლემები, რაც იწვევს დიდ გარღვევას საგადამხდელო ბალანსში.

თბილისი - Sputnik საქართველო
მეოცნებე ელიოზის სინდრომი... ან სასწაულის მოლოდინში...

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობაში მორიგჯერ დაფიქსირებულ უარყოფით სავაჭრო ბალანსს, დემურ გიორხელიძის თქმით, ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებს შორის ეს სხვაობა, რა თქმა უნდა, სასურველი ვერ იქნება.

„როცა იძულებული ხარ ყველაფერი გარედან შემოზიდო, ეს  ნიშნავს, რომ  ქვეყნის შიგნით არა მხოლოდ ეკონომიკურ პოლიტიკაში, არამედ საერთოდ პოლიტიკაში რაღაც  სწორად არ არის წლების განმავლობაში აწყობილი“, - მიაჩნია ანალიტიკოსს.

დემურ გიორხელიძის  თქმით, საქართველომ  გარდა  ტრადიციული დარგებისა, უნდა განავითაროს გადამამუშავებელი და ბიო პროდუქციის წარმოება, რომელზედაც უზარმაზარი მოთხოვნაა მსოფლიოში და საქართველოს კი შესანიშნავი რესურსი გააჩნია ამისთვის.

„თავისთავად ტურიზმი იძლევა კარგ შედეგს, მაგრამ მე არ მომწონს მთვარობის აპელირება ტურიზმზე, როგორც რაღაც დრაივერზე ანუ ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელზე. იმიტომ რომ ტურიზმი ძალიან შეზღუდული სფეროა და ეს არ არის ის სტრატეგიული სფერო, რომელიც ქვეყანაც გრძელვადიან პერსპექტივაში კარგ გზაზე დააყენებს“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

მისივე თქმით, ყველა რესურსი გამოსაყენებელია, მაგრამ ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში მთავარია ადამიანების ნიჭის და უნარის გამოყენება და ინსტიტუციონალური გარემოს შეცვლა, რადგან როცა ნიჭიერ ადამიანებს ალტერნატივა გაუჩნდებათ, ისინი წავლენ მეცნიერებაში და შექმნიან ინოვაციურ პროდუქციას.

ყველა ახალი ამბავი
0