ღამის კლუბებში რეიდების დროს დაკავებულებს განაჩენი გამოუტანეს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღამის კლუბ Bassiani-ში ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა შეეფარდა

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ რეიდებამდე დაკავებული რვა პირიდან ერთ-ერთი ნარკოტიკების გასაღებაში დამნაშავედ ცნო, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა ბრალდებული დააკავეს 2018 წლის 11 მაისს, ღამის კლუბებთან Cafe Gallery და Bassiani, ასევე კოსტავას ქუჩაზე. ამის შემდეგ აღნიშნულ ღამის კლუბებში ჩატარდა რეიდები, რამაც „კლუბერებში“ პროტესტის ტალღა გამოიწვია. შსს-ს ქმედებებით აღშფოთებული ახალგაზრდები ორი დღის განმავლობაში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მათ პოლიცია ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს და ნარკოპოლიტიკის შერბილება მოითხოვეს.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
თბილისში ნარკოტიკებს Telegram–ის მეშვეობით ყიდიდნენ

თბილისის სასამართლომ 18 იანვარს გამოუტანა განაჩენი კიდევ ორ ადამიანს, რომელიც კლუბებსა და კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკების გასაღების საქმეზე გადიოდა. სასამართლომ ბრალდებულები ნარკოტიკების გასაღებაში დამნაშავედ ცნო და 7 და 8 წლით პატიმრობა შეუფარდა.

„დადასტურდა, რომ ჯ.ე.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი  ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 7 აბი, საიდანაც 2018 წლის 31 მარტიდან 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით, ქ.თბილისში, ღამის კლუბ „ბასსიანში“ 2 აბი 240 ლარის საფასურად,  3 აბი 360 ლარის საფასურად და 2 აბი  240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება).

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8  წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება დანარჩენ ხუთ დაკავებულს, მათი საქმეების გამოძიებაც დასასრულს უახლოვდება.

ყველა ახალი ამბავი
0