თბილისის მერიის განცხადება: ღამით კოსტავას და ნიკოლაძის ქუჩის ნაწილი გადაიკეტება

© FB / Tbilisi City Hallსაახალწლო განათება თბილისში
საახალწლო განათება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკრძალვა ამაღამ 00:00 საათიდან 27 იანვრის 07:00 საათამდე დაწესდება.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. დედაქალაქში საახალწლო განათებების დემონტაჟი გრძელდება, რის გამოც თბილისის ქუჩების გარკვეული ნაწილი გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რიყის პარკი - Sputnik საქართველო
თბილისში ასობით ხე მოიჭრება

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან - იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ 00:00 საათიდან 27 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს.

საახალწლო განათების დემონტაჟი თბილისში ეტაპობრივად ხორციელდება.

დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერიამ ორ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, შარშან კი ამ მიზნით სამი მილიონი ლარი დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0