ბრძოლა დანაშაულთან: მადრიდი თბილისთან თანამშრომლობით კმაყოფილია

© photo: MFA of Georgia / FB საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ფერნანდო გრანდე-მარლასკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ფერნანდო გრანდე-მარლასკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მადრიდში განიხილებოდა საქართველოს და ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დარღვევის პრობლემა

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ მადრიდში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს ორივე ქვეყნის მართლმსაჯულების ორგანოების თანამშრომლობა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავცელებულ განცხადებაში.

საუკეთესო მოსწავლე კლასში: ევროკომისარმა საქართველო შეაქო >>

„ესპანურმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ქართველ სამართალდამცავებთან წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები. ამ მიმართულებით მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ესპანეთსა და საქართველოში პოლიციის ატაშეების საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

თვითმფრინავის ძრავა - Sputnik საქართველო
გერმანიამ საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთი ჯგუფი გამოაძევა

მხარეებმა ასევე განიხილეს დეკლარაცია, რომელიც საქართველოს კრიმინალურ პოლიციასა  და ესპანეთის სამოქალაქო გვარდიას შორის გაფორმდება.

დოკუმენტის ხელმოწერა დაგეგმილია ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს. შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. დავით ზალკალიანმა საქართველოს ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სახელით ფერნანდო გრანდე-მარლასკა თბილისში მოიწვია.

„დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რასაც მაღალი შეფასება ეძლევა პარტნიორების მხრიდან. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ევროიტეგრაციის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირიდან ოთხ თვეში >>

მხარეებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა. საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 2017 წლის მარტში მოიპოვა.

ბერლინი - Sputnik საქართველო
უვიზო რეჟიმი პანაცეა არ არის - საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს ევროკავშირში

საქართველოს ხელისუფლებამ ახლახან გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ. ამიერიდან პირის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მას თავად დაეკისრება. გარდა ამისა, გამკაცრდა გვარის შეცვლის პროცედურა.

„ესპანურმა მხარემ დადებითად შეაფასა ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები. მათ შორის, დადებითი შეფასება მიეცა  ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის ზრდის და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის ბოროტად გამოყენების ფაქტების პრევენციისთვის ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, - აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.

ყველა ახალი ამბავი
0