თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. დიდ დიღომში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.