თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურთან ხანძარი ლოკალიზებულია, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცეცხლი სოფელ ქისტაურთან დღეს ბალახსა და ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს უფროსის გიორგი ჩარკვიანის თქმით, ხანძრის ლოკალიზებაში სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად სატყეო სააგენტოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
„საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოების წინ ხშირად ადამიანები თავად უკიდებენ ბალახს ცეცხლს. სავარაუდოდ, ახლაც ასე მოხდა. ცეცხლი ოთხ ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული, თუმცა ტყის მასივზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება მიზერულია“, – განუცხადა გიორგი ჩარკვიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.