ქართველი ფეხბურთელები „განვითარების თასის“ ნახევარფინალში გავიდნენ

© photo: ABFF / FBსაქართველოს ჭაბუკთა საფეხბურთო ნაკრები მინსკში
საქართველოს ჭაბუკთა საფეხბურთო ნაკრები მინსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინალში გასასვლელად ქართველი ფეხბურთელები ტურნირის მასპინძლებს დაუპირისპირდებიან

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები (U-17) „განვითარების თასის" ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ტურნირი ამ დღეებში მინსკში მიმდინარეობს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ატჩში ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა მოლდოვის ნაკრებს 2:0 სძლია და В ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. გოლები გაიტანეს ნიკა კოკაიამ და თორნიკე მორჩილაძემ.

ნახევარფინალში, რომელიც 26 იანვარს გაიმართება, ქართველი ფეხბურთელები ბელარუსელ სპორტსმენებს დაუპირისპირდებიან. მეორე ნახევარფინალურ წყვილს ისარელისა და სლოვაკეთის ნაკრებები წარმოადგენენ.

„განვითარების თასი" წელს უკვე მეთხუთმეტედ იმართება. ტურნირი 28 იანვრამდე გაგრძელდება. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების უმაღლესი მიღწევა ტურნირზე 2012 წელს მეორე ადგილია.

ყველა ახალი ამბავი
0