ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა რკინის ძელმა ავტომობილი დააზიანა

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი! - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმის ერთ-ერთი მოქალაქის ინფორმაციით, აღნიშნული მშენებლობიდან სამშენებლო ნარჩენები ყოველდღიურად იყრება.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა რკინის ძელმა ეზოში მდგომი ავტომანქანის საქარე მინა დააზიანა, იუწყება გაზეთ „ბათუმელების" პორტალი.

სატვირთო ხომალდი - Sputnik საქართველო
23 წლის ქართველი მეზღვაური ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა

შემთხვევა ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა. აღნიშნულ ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ლუქსორი" აწარმოებს.

ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, მშენებლობიდან ყოველდღიურად იყრება სამშენებლო ნარჩენები, რაც მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

10 იანვარს აღნიშნულ ობიექტზე უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფაქტი დააფიქსირა ბათუმის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო კომპანია „ლუქსორი" 2018 წლის ნოემბერსა და 2019 წლის იანვარში 500-500 ლარით დააჯარიმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0