საქართველო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ორ მილიონ ევროს მიიღებს

© Sputnik / Denis Aslanovრთველი 2018
რთველი 2018 - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი, რომელზეც ორი მილიონი ევრო გამოიყოფა, მიზნად ისახავს ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს ორ მილიონ ევროს გამოუყოფს სოფლის მეურნეობის სფეროში პროექტების განხორცილებისა და სოფლების განვითარებისთვის, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში Facebook-გვერდზე.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სოფლების განვითარების პოლიტიკის შემუშავება და ბუნებრივი რესურსების სტაბილური გამოყენება. პროექტი, რომელსაც FAO განახორციელებს, დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ (ADC).

ღვინის სახლი აჭარაში - Sputnik საქართველო
სოფლის მეურნეობის რეკორდები, ანუ როგორ დგება ფეხზე ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები მიმართული იქნება ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და კლიმატში აგრომრეწველობით გამოწვეული ცვლილებების შემცირებისკენ.

FAO გაეროს სპეციალური დაწესებულებაა, რომელიც შიმშილთან ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევას ხელმძღვანელობს.

ორგანიზაციის მთავარი მიზანია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველასთვის და მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის საკვების რეგულარული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. FAO-ში გაწევრიანებულია 194-ზე მეტი სახელმწიფო და ის მუშაობს მთელ მსოფლიოში 130-ზე მეტ ქვეყანაში.

ყველა ახალი ამბავი
0