საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში დასაქმების წესები განუმარტეს

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთი ბინადრობის უფლებას მისცემს ბოლო კურსებზე მყოფ საქართველოს სტუდენტებს და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პროფესიული გამოცდილების ამაღლება სურთ

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოში საფრანგეთის საელჩო 2013 წელს საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ გაფორმებული შეთანხმების განხორციელების თაობაზე განმარტებას ავრცელებს.

საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობების შესრულებისთვის შექება დაიმსახურა>>>

2018 წლის დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნული შეთანხმების აპრობაციის შესახებ აქტი გამოსცა, რომლის მიზანი საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დროებითი პროფესიული მიგრაციის გამარტივებაა.

„საქმე ეხება ლეგალური ეკონომიკური მიგრაციის ხელშეწყობას ქვეყანაში შემდგომი დაბრუნების პერსპექტივით, საიდანაც გამომდინარეობს განსაზღვრება „ცირკულარული". ეს შეთანხმება პირველი ორმხრივი დოკუმენტია, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის პროფესიული მიგრაციის სფეროში გაფორმდა", - ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხაებაში.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირიდან ოთხ თვეში

12-თვიანი ხანგრძლივობის ბინადრობის ბარათის მოთხოვნა შუძლიათ საქართველოში ან საფრანგეთში ბაკალავრიატი/მაგისტრატურის ბოლო კურსზე მყოფ სტუდენტებს, ან მათ, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დროებით დასაქმდეს საფრანგეთში.

ერთი წლის ვადით დროებითი ბინადრობის ბართის განახლებას შეძლებენ ისინი, ვინც შრომითი ხელშეკრულება გააფორმა 50 პროფესიიდან ერთ-ერთ ისეთ სფეროში, როგორიცაა მშენებლობა და საზოგადოებრივი სამუშაოები, მექანიკა, რესტორნის სფერო ან ინფორმატიკა.

საფრანგეთი წელიწადში საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობის მიზნით 500-მდე დოკუმენტს გასცემს.

გარდა ამისა, შეთანხმება მოიაზრებს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების გაცვლას. ორივე მხარის მიერ მიღებული სპეციალისტების რაოდენობამ 150 ადამიანს არ უნდა გადააჭარბოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0