თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მიმავალი მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა სოფელ ნატახტართან მოხდა რამდენიმე საათის წინ.
გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.