მელორ ვაჩნაძე გერმანიაში ფეხსაცმელის ქურდობისთვის დააკავეს

© photo: Capital city / FB მელორ ვაჩნაძე
 მელორ ვაჩნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ვაჩნაძემ TK Maxx-ის მაღაზიაში ძვირადღირებული ფეხსაცმელი ჩაიცვა და მაღაზიის დატოვებას ახალი ფეხსაცმლით შეეცადა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. მელორ ვაჩნაძე გერმანიაში ქურდობისთვის დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ქალაქ კიოლნში მოხდა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
„ქართულ ოცნებას" პირობები წაუყენეს – დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული მარში" ზურაბიშვილს?

გავრცელებული ინფორმაციით, ვაჩნაძემ TK Maxx-ის მაღაზიაში ძვირადღირებული ფეხსაცმელი მოიზომა და მაღაზიის დატოვებას ახალი ფეხსაცმლით შეეცადა. თუმცა, აღნიშნული ფაქტი მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ვიდეოკამერების საშუალებით დააფიქსირეს და ვაჩნაძე დააკავეს.

მელორ ვაჩნაძემ, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდამჭერი და ასევე მოძრაობა „ქართული მარშის" წევრი იყო, საქართველო გასული წლის ნოემბერში ხმაურით დატოვა.

ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ვაჩნაძემ მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლით ახსნა. მანამდე ტელეკომპანია Rustavi2-სთვის მიცემულ ინტერვიუში მელორ ვაჩნაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" მის დაკავებას გეგმავდა, რადგან მან არჩევნებში დახმარებაზე უარი განაცხადა.

საქართველოდან წასვლის შემდეგ იგი გერმანიაში ცხოვრობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0