მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს

გამოწერა
ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ძაღლს თავშესაფარში ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი ამოიყვანეს, იუწყება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

„როგორც ჩანს, ძაღლმა მდინარის დამშრალ ნაპირამდე მიაღწია, ან დინებამ გამორიყა“, – აღნიშნეს სააგენტოში.

მაშველებმა ცხოველი რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და თავშესაფარში გადაიყვანეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ძაღლს თავშესაფარში ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა.

გადარჩენილი ჰასკი თავს კარგად გრძნობს და პატრონს თავშესაფარში ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0