ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს გამოექომაგა

© AFP 2024 / Jack GUEZ ვლადიმერ ჩინჩეგაშვილი
ვლადიმერ ჩინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიცია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტსა და ევროპის ორგზის ჩემპიონს შორის ჩხუბს იძიებს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, 2016 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და 2012 წლის ვერცხლის პრიზიორმა ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილმა შსს-ს მიერ დაკავებულ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ (გეგი) გეგეშიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ხინჩეგაშვილმა საკუთარი მოსაზრება გეგეშიძის გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ, საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოთქვა.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია

„ეს ქართველი მოჭიდავეებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენ საერთოდ არ მოგვწონს აქ ყოფნა, მაგრამ დღეს ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს მხარდაჭერა სჭირდება. რაც ადრე დასრულდება ეს გაურკვევლობა, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ოჯახისა და მთლიანობაში ქართული სპორტისთვის. სამწუხაროდ, სიტყვა „ოჯახი" ამ დღეებში გაუფასურდა. მაგრამ ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ იყო. არ შეიძლება, რომ ერთმა მოჭიდავემ საქმე აქამდე მიიყვანოს", – განუცხადა ხინჩეგაშვილმა ჟურნალისტებს.

ანალოგიური აზრი დააფიქსირა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის მოქმედმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა.

„ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ყველაფერი, რაც ხდება, ამ ოჯახის შიგნით უნდა გადაწყდეს. საჭირო არ იყო ასეთი ხმაურის ატეხვა – პირველ რიგში ქართული სპორტი დაზარალდება. 2019 წელი ოლიმპიური ლიცენზიების წელია და ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ვარჯიშზე. მაგრამ ჩვენი „ოჯახის" ხელმძღვანელი რთულ მდგომარეობაშია და ჩვენ დუშეთში ვარჯიში დავტოვეთ, რათა მას მხარი დავუჭიროთ", – აღნიშნა პეტრიაშვილმა.

შსს-მ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე საქართველოს ჩემპიონატის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.

ინციდენტი 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე რობერტ ქობლიაშვილსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მოხდა. მას შემდეგ, რაც დათუნაშვილმა მსაჯების გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ტრიბუნებზე ჩხუბი დაიწყო, რა დროსაც დათუნაშვილს წარბი გაუხეთქეს.

შსს-მ გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით დააკავა. თავად გეგეშიძე მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.

 

ყველა ახალი ამბავი
0