თბილისის მერია მელიქიშვილის გამზირს გადაკეტავს

© Sputnik / STRINGER საახალწლო განათება თბილისში
საახალწლო განათება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში საახალწლო განათების დემონტაჟი მიმდინარეობს.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ღამით თბილისში მელიქიშვილის გამზირი საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო გადაიკეტება, აღნიშნულია მერიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დედაქალაქის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილება 23 იანვრის 00:00-დან 07:00 საათამდე შეიზღუდება.

სამუშაოებს კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. საახალწლო განათების დემონტაჟი თბილისში ეტაპობრივად განხორციელდება.

დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერიამ ორ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, შარშან კი ამ მიზნით სამი მილიონი ლარი დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0