საქართველოში ჩინეთის გამოცდილებას გაეცნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმროები თბილისში
სასტუმროები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციაში მონაწილეობა ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ბიზნესმენებმა მიიღეს

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე მსჯელობდნენ დღეს თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გამართულ კონფერენციაზე, იუწყება „Sputnik -საქართველოს“ კორესპონდენტი.

კონფერენცია თემაზე „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში  და მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით ჩატარდა.

ბამბა - Sputnik საქართველო
ჩინელებმა მთვარეზე ბამბა მოიყვანეს: წარმატებული ექსპერიმენტი

ორგანიზატორებით თქმით, კონფერენციის მიზანია  საზოგადოებას გააცნოს ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები, გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები, იქაური გამოცდილება მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლასა და იმ წარმატებების მიზეზებში, რამაც ჩინეთის სწრაფი განვითარება უზრუნველყო.

მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ მოახერხა ჩინეთმა უმოკლეს ხანში მსოფლიოში ეკონომიკური თვალსაზრისით მეორე სახელმწიფო გამხდარიყო, როგორ მოახერხა 1 მილიარდ 700 მილიონი მოსახლეობიდან მხოლოდ 30 მილიონი ადამიანის ყოლა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (რაც დაახლოებით 1,8%-ს შეადგენს), როგორ მოახერხა, რომ საშუალო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარია და როგორ მოახერხა, რომ ყოველწლიურად 1 ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს აბანდებს სხვა ქვეყნების ეკონომიკებში.

საქართველო ვაშლის ჩიფსების ექსპორტს ჩინეთში განახორციელებს >>

 „ეკონომიკური მოდელი მსოფლიოში არის ერთიანი. უფრო მეტიც, თუ დიდ სახელმწიფოს შეუძლია, რომ მოსახლეობა სოციალურად დაცული ჰყავდეს, საქართველოს, რომელიც პატარა ქვეყანაა, მით უმეტეს უნდა შეეძლოს“, - განუცხადა მალხაზ გულაშვილმა „Sputnik -საქართველოს“.

კონფერენციაში მონაწილეობა ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და ბიზნესმენებმა მიიღეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0