ზურაბიშვილი ბელგიაში ქართულ დიასპორას შეხვდა

© Salome Zourabichvili / FB სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა>>>

ეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ პრეზიდენტის რანგში ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში ცილისწამება, შესაძლოა, კანონის დონეზე დასჯადი გახდეს

პრეზიდენტმა საქართველოს ცხოვრებაში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამ მიზნით მან საქართველოს პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივა გამოთქვა.

გარდა ამისა ზურაბიშვილი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა ქვეყნის მეთაურს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარეს.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლსა და მისიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ – საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით და ასევე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქვეყნის განვითარების საქმეში.

სამშაბათს და ოთხშაბათს ზურაბიშვილი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. კერძოდ, იგი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ევროპარლამენტის თავმჯდომარეს ანტონიო ტაიანის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელს ფედერიკა მოგერინისა და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარს დიმიტრის აბრამოპულოსს.

 

ყველა ახალი ამბავი
0