პატრიარქმა დიდ დიღომში აფეთქებისას დაღუპულებისთვის სამოქალაქო პანაშვიდი გადაიხადა

© photo: Sputnikანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანაშვიდს დაღუპულების ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულთათვის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, უწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„დღეს მთელი საქართველო გლოვობს. შვილებს ზეციურ საქართველოში აცილებს. ჩემი თხოვნაა მთელმა საქართველომ ლოცვებში მოიხსენიოს მათი სულები", - ბრძანა პატრიარქმა.

ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
აფეთქება დიღომში: „ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ

სამოქალაქო პანაშვიდს დაღუპულების ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ქაშვეთის ეკლესიაში იმყოფებოდა ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.

ავთანდილის ქუჩაზე გაზის გაჟონვით მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი შეეწირა. მათ შორის არიან დები ნათია და ნინო ციცვიძეები და ნათია ციცვიძის 4 წლის შვილი. გარდაცვლილია ასევე ლევან დავლაძე, რომელიც ამ კორპუსში მეგობრის ბინის სანახავად მივიდა. წინასწარი ვერსიით, აფეთქება სწორედ მის მიერ სახლში შუქის ანთებას მოჰყვა. ნათია ციცვიძის ბინა ამ ბინის მეზობლად იყო.

აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. გულგრილობის მუხლით დააკავეს „ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი, რომლებმაც აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე მობინადრეთა თხოვნით სახლში შემოწმება ჩაატარეს, თუმცა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

ყველა ახალი ამბავი
0