„ვეფხისტყაოსნის ტყე“ ყოფილ ნაგავსაყრელზე - რას სთავაზობენ ქალაქის მერს

© photo: Sputnik / Nazi Zhorzholianiგლდანი
გლდანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღესდღეობით ნაგავსაყრელი დაკეტილი და დაკონსერვებულია.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თბილისის მერს გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე ტყის გაშენებას შესთავაზეს, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის ტყე" დაერქმევა, აღნიშნულ იდეას დედაქალაქის მერია პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში განიხილავს.

როგორც პროექტის ავტორი აღნიშნავს, დახურულ ნაგავსაყრელებზე ტყის გაშენება, ერთის მხრივ სამართლიანი იქნება გლდანელებისთვის, მეორეს მხრივ კი ქალაქისთვის ქარსაცავი ზოლი და ბუნებრივი ფილტვები იქნება.

მიუსაფარი ძაღლები - Sputnik საქართველო
თბილისში მიუსაფარ ძაღლებს გამოკვებავენ

„რაკი არ გვაქვს „ვეფხისტყაოსნის" მუზეუმი ან რაიმე მონუმენტური ძეგლი, „ვეფხისტყაოსნის" ტყის დაარსება შეიძლება კარგი სტარტი აღმოჩნდეს მსგავსი იდეების განხორციელებისთვის“, - წერს იდეის ავტორი.

ავტორი იმ დადებით მხარეებზეც საუბროს, რასაც ტყის გაშენება გამოიწვევს. ეს არის:  ქალაქისთვის სუფთა ჰაერი, „ვეფხისტყაოსნის" პოპულარიზაცია, ტურისტული ადგილის შექმნა, მიმდებარე სივრცის ათვისება და ქალაქის ამ ნაწილის შემდგომში ურბანული განვითარება,  განაშენიანება მოხდებოდა მოსახლეობის მიერ. შეტანილი წვლილი მზრუნველობის მომენტს ამძაფრებს და ხის დამრგავს „საკუთრების" განცდა გაუჩნდება.

კალაძემ განმარტა, რატომ არ გახდება თბილისი „მეორე ჰოლივუდი“ >>

თებერვლის დასაწყისში მერიამ წარმოადგინა პროექტი „შენი იდეა ქალაქის მერს", რომლის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია სპეციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს საკუთარი იდეა ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებასა და მოწყობასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე შეთავაზებულ იდეებს განიხილავს ვებ-გვერდის ადმინისტრატორი, მეორე ეტაპზე ის გადის კენჭისყრას, მესამე ეტაპზე მას უკვე მერი შეისწავლის, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურები სწავლობენ იდეის განხორციელების შესაძლებლობას.

მანამდე კალაძემ ორი იდეა მოიწონა. ერთ-ერთი იდეაა სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება, მეორე იდეა კი დედაქალაქში სისუფთავის დაცვას ეხება და თბილისის ყველა რაიონში პოლიეთილენის ბოთლების შესაგროვებელი ურნების, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატების დამონტაჟებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0