კობი-გუდაურის გზაზე შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნილია

© photo: Sputnikგადაკეტილი გზა
გადაკეტილი გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს დილით ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აიკრძალა

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, თოვლისა და ლიპყინულის გამო, კვლავ აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაურში - Sputnik საქართველო
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ აიკრძალა

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

რაც შეეხება მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის 85-ე კმ. მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს დილით ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო აიკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0