ხელვაჩაურში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა

© Facebook / Agriculture Project Management Agencyდაფნის გადამამუშავებელი საწარმო
დაფნის გადამამუშავებელი საწარმო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელდა.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ხელვაჩაურის რაიონში შპს „ლიფლუქსმა“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გააფართოვა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცვლილება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელდა.

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 13 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 5,2 ათასი აშშ დოლარი გრანტია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა 7,8 ათასი აშშ დოლარს შეადგენს.

საწარმო წელიწადში 100-120 ტონა ნედლ დაფნის ფოთოლს გადაამუშავებს. შპს „ლიფლუქსში“ დასაქმებულია 22 ადამიანი და ყოველწლიურად 60 ადგილობრივი ფერმერი აბარებს მოსავალს.

პროექტი განხორციელდა „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ყველა ახალი ამბავი
0