საავადმყოფოში 6 წლის ბავშვი დაუდგენელი ვირუსით დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliიაშვილის სახელობის კლინიკა
იაშვილის სახელობის კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში ექვსი წლის საბა კიწმარიშვილი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
ზუგდიდში H1N1 ვირუსით 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

ექიმებმა ბავშვისთვის დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. ამის გამო ბავშვის ოჯახი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდა.

უწყებაში აცხადებდნენ, რომ თუ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდება, სამინისტრო მზად არის მოიძიოს ის დაწესებულება, სადაც მოხდება პაციენტის ტრანსპორტირება.

 

ყველა ახალი ამბავი
0