ქაშიბაძე: ეს იყო ბიჭი, მახსოვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მის წინაშე ავიღე
„ბუნებრივია, მახსოვს ჩემი პირველი პაციენტი. ეს იყო ბიჭი. მახსოვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ ავიღე, რადგან მის გამოჯანმრთელებაზე უშუალო პასუხისმგებელი ვიყავი მე. ბევრი ამბობს, რომ ამ პასუხისმგებლობას ეჩვევა ადამიანი, მაგრამ ასე არ არის“, – ამბობს გუგა ქაშიბაძე.
ცნობილი ექიმის განცხადებით, ყოველი ახალი პაციენტი ახალი პასუხისმგებლობაა და ამ ყველაფერთან შეგუება არ არის ადვილი.