გარდაიცვალა ქართული პანტომიმის დედოფალი კირა მებუკე

© FB / Shalikashvili Junior Amiranკირა მებუკე
კირა მებუკე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ რა გახდა მსახიობის გარდაცვალების მიზეზი, უცნობია

თბილისი,  18 იანვარი — Sputnik.  საქართველოს პირველი მიმი–ქალი, რეჟისორი და პედაგოგი კირა მებუკე  66 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს თეატრალური საზოგადოება. 

ამირან შალიკაშვილი - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა საქართველოს პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ამირან შალიკაშვილი

კირა მებუკე ქართული პანტომიმის სულისჩამდგმელის ამირან შალიკაშვილის მეუღლე, კოლეგა და ერთგული თანამოაზრე იყო, რომელიც 2018 წლის ბოლოს გარდაიცვალა.

კირა მებუკეს ქართული პანტომიმის დედოფალს უწოდებდნენ, რომელმაც შექმნა მიმი–მსახიობი ქალის ქართული სახე. იგი მრავალი წლის განმავლობაში პანტომიმის სახელმწიფო თეატრის წამყვანი მსახიობი იყო და მეუღლესთან დუეტში გამოდიოდა. მას არაერთი ნოველა და სპექტაკლი აქვს დადგმული. კირა მებუკე სიცოცხლის ბოლომდე  თეატრის მთავარი რეჟისორი იყო.


სხვადასხვა წლებში მებუკე დაჯილდოებული იყო ეროვნული პრემიებითა და ჯილდოებით, მათ შორის, ვეიკო ანჯაფარიძის პრემიით, ღირსების ორდენით, ღირსების მედლით და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0