თბილისში „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება

გამოწერა
კახა კალაძის თქმით, მსგავს პროექტებს თბილისის მერიის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება, აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ – მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე აშენდება. 

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო რეფორმების შესახებ საზოგადოებას ყოველკვირეულად მიაწვდის ინფორმაციას

სამინისტროს ცნობით, ინიციატივა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ეკუთვნის, რომელმაც დღეს თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა  ჩადო.

„უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. საფუძველს ჩავუყრით ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება ევროპული სტანდარტების სკოლა, კომაროვის ფილიალი. სკოლას ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კახა კალაძის თქმით, მსგავს პროექტებს თბილისის მერიის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

„მე, როგორც ქალაქის მერს, ორმაგად მიხარია მსგავსი წამოწყებები, რადგან ჩემი ქალაქის განვითარებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მსგავსი ტიპის პროექტები მომავალში ქალაქის სხვადასხვა რაიონში განხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ. 

სკოლა - Sputnik საქართველო
საქართველოში სკოლების მოსავლელად 5 მილიონი დოლარი გამოყვეს

სამინისტროს ცნობით, მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნოპარკი, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ასევე ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი.

მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ზე, 130 ათასამდე კვადრატული მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაიწყება. პირველ ეტაპზე ტენდერს პროექტირებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გამოაცხადებს, რის შემდეგაც ტენდერი უკვე უშუალოდ მშენებლობაზე გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0