ვიდეოხიდი მოსკოვი–თბილისი: გრიპის ვირუსი რუსეთში, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

© Sputnik / Alex Shlamovგრიპის ვირუსი საქართველოში
გრიპის ვირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში ქართველ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დაუსვან სპიკერს, რომელიც მოსკოვიდან ჩაერთვება

თბილისი,  18 იანვარი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს ვირუსოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსიტუტის გამოჩენილი მეცნიერ–თანამშრომლის ნიკოლაი მალიშევის პრესკონფერენცია ვიდეოხიდის მოსკოვი–თბილისის  ფორმატში„Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში   ორშაბათს, 21 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამ ზამთარში გრიპის ვირუსის გართულებით საქართველოში 17 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა შემცირდა და ასი ათას მოსახლეზე 253–ს შეადგენს.

ღონისძიების ფარგლებში საუბარი შეეხება 2019 წლის პირველ  კვირეებში რუსეთში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციითა და გრიპით ავადობის დონის შესახებ. რა ვითარებაა ინფექციურ დაავადებების მხრივ მეზობელ ქვეყნებსა და მსოფლიოში? ძირითადად  რა საფრთხეებია ჯანმრთელობისთვის? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე დასმულ კითხვებს უპასუხებს ნიკოლაი მალიშევი.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი C

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com



ყველა ახალი ამბავი
0